BookVisit

ელექტრონული კომერციის პლატფორმა სასტუმროებისთვის

BookVisit™ - სასტუმროს ონლაინ მარკეტინგის, დისტრიბუციისა და დაჯავშნის ყველაზე სწრაფი სისტემა.

ახალი კლიენტების მოზიდვა
პირდაპირი გაყიდვების გაზრდა
ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია

ყველა ტიპის განთავსების ობიექტი

BookVisit™ - სასტუმროს ბიზნესზე მორგებული პლატფორმაა და სრულიად მოიცავს ყველა ტიპის განთავსების ობიექტს. სასტუმრო, კურორტი, კონფერენც-სასტუმრო, კერძო ბინა, ვილა, აპარტამენტი, ჰოსტელი, საოჯახო სასტუმრო და სხვა.

აირჩიეთ თქვენი პროფილი

დამოუკიდებელი სასტუმრო
სასტუმროების მცირე ჯგუფი
კურორტი და სპა სასტუმრო
ჰოსტელი და საოჯახო სასტუმრო
კერძო ბინა, ვილა და აპარტამენტი

BookVisit - ძირითადი ფუნქციები

ჩვენი ინოვაციური მექანიზმებით მდიდარი ინსტრუმენტების კრებული, უზრუნველყოფს თქვენი ონლაინ შემოსავლების ზრდას, გაწეული ხარჯების შემცირებას და გიადვილებთ სამუშაო პროცესებს.

ყველა საჭირო ინსტრუმენტი ელექტრონული კომერციისათვის!

სასტუმროს დაჯავშნის მოდული

სწრაფი, ინტუიტიური და მოსახმარად მარტივი მოდული თქვენი სასტუმროს ვებგვერდზე დაჯავშნის პროცესს ძალზე მარტივს, ბუნებრივს და სასიამოვნოს ხდის. სასტუმროს დაჯავშნის სისტემისათვის ეს უმნიშვნელოვანესი საბაზისო მახასიათებელია. მრავალფუნქციური მოდული იდეალურად ერგება თქვენი ვებ გვერდის დიზაინს.

  • დამატებითი მომსახურებების შეთავაზება.
  • საბანკო ბარათით გაყიდვების შესაძლებლობა.
  • გაქვთ საშუალება ისარგებლოთ პრომო კოდებით.
  • ადაპტირებულია მობილური მოწყობილობისათვის.

გაყიდვის არხების მენეჯერი

განათავსეთ თქვენი ნომრები ონლაინ გაყიდვების სხვადასხვა არხზე Booking.com, Expedia.com, Hotels.com, HRS და სხვა. ჩვენი ინტეგრირებული გაყიდვის არხების მენეჯერი (Channel Manager) გაძლევთ საშუალებას გქონდეთ სრული წვდომა და კონტროლი ყველა ჯავშანზე ერთდროულად და ერთი ინტერფეისით. 

  • ტარიფების მართვა, ერთდროულად ყველა გაყიდვების არხზე. 
  • დაზოგავთ დროს და თავიდან აიცილებთ ნომრების გადაჯავშნას.
  • იდეალურია ერგება ყველა ტიპის სასტუმროს მართვის სისტემას.
  • მუშაობს ყველა ტიპის მობილური მოწყობილობაზე.

ჩვენი მხარდაჭერა

ინსტალიაცია
პლატფორმის დაყენება ჩვენი სპეციალისტების მიერ უფასოდ ხდება.
სწავლება
ჩვენ შეგასწავლით სისტემის ეფექტურად გამოყენების მეთოდებს.
მხარდაჭერა
ჩვენს კლიენტებს ექნებათ 24 საათიანი უფასო მხარდაჭერა.

ვებ გვერდი მზა დიზაინით

საიტი მოიზიდავს ახალ მომხმარებლებს და თქვენს სასტუმროს უფრო მიმზიდველს გახდის. ჩვენ გთავაზობთ მზა ვებ-გვერდს, სადაც ინტეგრირებული იქნება BookVisit-ის ონლაინ დაჯავშნის მოდული.

აირჩიეთ შაბლონი
შეავსეთ ფორმა
მიიღეთ ვებ-გვერდი

საიტის ექსკლუზიური დიზაინი

თუ თქვენ გსურთ ვებ-გვერდი ექსკლუზიური დიზაინით, ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქენთან და განვიხილავთ ყველა დეტალს. მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ყველა იდეის განხორციელებაში.

ინტერნეტ გაყიდვების დამატებითი არხები

ჩვენი ოფიციალური პარტნიორობა Google და Tripadvisor -თან მოგცემთ საშუალებას გქონდეთ პირდაპირი წვდომა ყველაზე პოპულარულ გაყიდვის არხებთან

TripConnect - შესაძლებლობა სრულად იყოთ წარმოდგენილი ვებ-გაყიდვების პორტალზე.
მომხმარებელ მარტივად დაჯავშნის ნომერს პირდაპირ სასტუმროს ფეისბუკ-გვერდზე.
ეფექტური სარეკლამო კამპანია Google-ისა და მისი პარტნიორების საძიებო ქსელებში.
დამატებითი ფუნქციები
დამატებითი სერვისები
ჩვენი სტემით შეგეძლებათ შეთავაზოთ თქვენსკლიენტებს დამატებითი სერვისების ფართო სპექტრი რომელიც ხელმისაწვდომია სასტუმროში ან თუნდაც გარე მომწოდებლებისგან. დამატებითი საწოლი, ტრანსფერები, ექსკურსიები, სადილი, ვახშამი, ღვინო, ყვავილები და სხვა.
საკუთარი პაკეტები
ჩვენი სისტემის საშუალებით ძალიან მარტივად შეძლებთ საკუთარი პაკეტების შექმნას და რეალიზაციას. ძირითდი თუ დმატებითი მომსახურებები გააერთიანეთ ერთ სივრცეში, დაუკავშირეთ სატარიფო გეგმას და დაჯავშნის სისტემის საშუალებით შესთავაზეთ მომხმარებელს თქვენს ვებ-გვერდზე.
ფასდაკლება და აქციები
შესთავაზეთ თქვენს კლიენტებს სხვადასხვა სახის ფიქსირებული ან პროცენტული ფასდაკლების აქციები. გამოიყენეთ  პრომო-კოდები ღონისძიებისათვის. სეზონური, სადღედღესასწაულო, საქორწილო პერიოდის, სტუდენტური და სხვა სახის ფასდაკლებები თქვენი სტუმრებისათვის.
სასაჩუქრე ვაუჩერები
გაზარდეთ თქვენი პირდაპირი გაყიდვების რაოდენობა სასაჩუქრე ბარათების გამოყენებით საკუთარი ვებ-გვერდიდან. ჩვენი სასტუმროს დაჯავშნის ონლაინ სისტემა გთავაზობთ სასაჩუქრე ვაუჩერების შექმნის, რეალიზაციისა და ფინანსური მართვის ერთიან ეფექტურ მექანიზმს.
ონლაინ გადახდა
თქვენი კლიენტები სარგებლობენ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და საიმედო (Payment Service Providers) ონლაინ გადახდის  სისტემით, რაც თქვენთან ურთიერთობის დასაწყისშივე იწვევს მომხმარებლის ნდობას. BookVisit™ ჩართულია რამდენიმე ყველაზე უსაფრთხო PSP ქსელში. 
PMS ინტეგრაცია
სასტუმროს მართვის PMS სისტემის სინქრონიზაციით BookVisit-თან თქვენ მაქსიმალურად ავტომატიზირებულს გახდით ჯავშნების მართვასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესს. სასტუმროს დაჯავშნის ონლაინ სისტემა ძალიან მარტივად ინტეგრირდება თქვენი სასტუმროს  მართვის (PMS) სისტემასთან.
სტუმრებთან კომუნიკაცია
სისტემა ავტომატურად უგზავნის სტუმრებს თქვენს მიერ სასურველი შინაარსის წინასწარ შედგენილ შეტყობინებებს ელექტრონული ფოსტით. შეხსენება დაჯავშნასთან დაკავშირებით, მისალმება, დამშვიდობება და სხვა სახის შეტყობინება.  
საკონფერენციო ოთახი
სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის სისტემით თქვენს მომხმარებლებს თავისუფლად შეეძელბათ დაჯავშნონ საკონფერენციო დარბაზი თქვენს სასტუმროში, მოიძიონ სათანადო ინვენტარი, დაჯავშნონ იგი  და ონლაინ რეჟიმში გადაიხადონ მისი საფასური.
ანგარიშები და ანალიტიკა
Bookvisit აღჭურვილია ანგარიშებისა და ანალიტიკის წარმოებისათვის ყველა საჭირო ფუნქციონალით, რომელიც უზრუნველყოფს ჯავშნების სტატისტიკისა და ანალიზის ხარისხიან წარმოებას.

ჩვენი პარტნიორები

დაგვიკავშირდით

დაგვიტოვეთ შეტყობინება და ჩვენ უახლოეს პერიოდში გიპასუხებთ.